ჩემმა ბავშვობამ, ისევე როგორც ჩემი თაობის წარმომადგენლების უმრავლესობისა, ამ ტელეჟურნალთან ერთად გავიდა. ეს ტელეჟურნალი, რა თქმა უნდა, ამერიკულ Tom & Jerry-სთან ერთად აყალიბებდა ჩვენს იუმორის გრძნობას. მაშ ასე, თქვენ წინაშეა მისი უდიდებულესობა – Ералаш! თქვენი არ ვიცი და აი ჩემთვის კი ტელეარხ ОРТ-ს გათიშვა ნამდვილი ტრაგედია იყო, აბა სად მქონდა მაშინ youtube, რომ დავმჯდარიყავი და მიყოლებით მენახა სხვადსხვა სერიები.
ერალაში დღემდე ჩემი მთავარი სატელევიზიო სისუსტეა, რომელმაც ნეტშიც მომაგნო და ღამ-ღამობით შემიტყუებს ხოლმე ბავშვური სილაღით აღსავსე სამყაროში. სხვათაშორის, ამ ტელეჟურნალში მონაწილეობის მიღება ჩემი მთავარი ბავშვობის ოცნებაც იყო. ამ ჟინს ნაწილობრიც მიკლავდა მეზობლების გარაჟების უკან მოწყობილ სპექტაკლებში მონაწილეობა, თუმცა ეს იმ ფერად სამყაროს რომელიც ჩემი შავ-თეთრი ტელევიზორიდანაც კარგად ჩანდა, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება.
ერალაში ნამდვილი ოაზისი იყო იმ ყველაფრის ფონზე, რასაც იმ დროს ცისფერ თუ ნაცრისფერ ეკრანებზე უჩვენებდნენ. ვისაც არ გახსოვთ რას უჩვენებდნენ არ შეგახსენებთ, ხოლო ვისაც უბრალოდ არ გინახავთ ჯობია არც იცოდეთ. სხვათაშორის, მოგვიანებით ამ ტელეჟურნალის ქართული ანალოგიც შექმნეს, მაგრამ იმდენად უნიჭო პლაგიატი იყო, რომ ნამდვილად არ ღირდა ნახვად. Continue reading