სამარხვო ბლოგი


2 Comments

რა მოხდა 8 მაისს

გინდა ტელეფონი რომელიც თვალებში გიყურებს? ამისი არც მე მჯეროდა, მაგრამ ფაქტია რომ ეს ტელეფონი მართლაც თვალებში peter-driben-pin-up-girl-on-scaleგიყურებს. უყურე თვალისმომჭრელ ფერებში გამოხატულ ვიდეოგამასახულებას, მოაცილე თვალი ტელეფონის ეკრანს… არ მოელოდი? ვიდეო დაპაუზდება და იქამდე არ ჩაირთვება სანამ არ შეხედავ.  ეს ტელეფონი ასევე დაგეხმარება წონის კონტროლისათვის. თუ გიჭირს იმის  გაკონტროლება რამდენ კილოკალორიას იღებ და რამდენს წვავ, ამ ტელეფონს ამისი შემოწმება შეუძლია. მოკლედ, ეს ტელეფონი პატარა ყუთში მოქცეული მეგობარავითაა რომელიც სულ თან დაგყვება და თვალყურს გადევნებს როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. პლიუს ამას არასდროს ბუზღუნებს და თუ წონაში მოიმატებ სხვა ქალთან/კაცთან არ გაიქცევა, არამედ ისევ შენთან დარჩება და თვალებში გიყურებს ^_^ Continue reading

Advertisements


11 Comments

საოცნებო სამსუნგ გალაქსი ნოუთი

დგება დრო, როდესაც სრულებით უსარგებლო ხდება ისეთი ნივთები, როგორიცაა მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი, ორგანაიზერი, ფუნჯი, ფანქარი, კალამი, მარკერი, ფერადი საღებავები, ფურცლები, სახატავი  ტილოები, ქაღალდზე დაბეჭდილი ლიტერატურა, ბეჭდური პერიოდული გამოცემები, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა და უამრავი სხვა რამ. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაქვს სამსუნგ გალაქსი ნოუთი. ბრწყინვალე რამ, რაც შეგიცვლის აქამდე არსებულ ყველა ნივთს და მიხვდები რომ ამ ყველაფრის ცალკ-ცალკე შეძენა უბრალოდ ფულის ფლანგვაა.

ამ უნივერსალური მოწყობილობის შესახებ ჯერ სატელევეზიო რეკლამა ვნახე, შედეგ facebook-ზე წავაწყდი გვერდს, წავიკითხე ანინას პოსტი და ბოლოს პირადად გავიცანი ეს საოცარი რამ, როდესაც ჩემმა მეგობარმა შეიძინა.

ამრიგად, ჩემ wish list-ს კიდევ ერთი დაემატა და ამ სიახლემ სიის პირველი ადგილი დაიკავა. მაშ ასე, წარმოგიდგენთ მის აღმატებულება სამასუნგ გალაქსი ნოუთს! რა არის გალაქსი ნოუთი. ავიღოთ სმარტფონი, დავუმატოთ მას პლამშეტის ფუნქციები,  რვა მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც გააჩნია ავტოფოკუსირება და 4X ზუმი. Full HD ვიდეო კიდევ უამრავი „პრელესწი“, რასაც ვერ ჩამოვთვლი და მივიღებთ სამსუნგ გალაქსი ნოუთს. შეგიძლია ფოტოს ჭკვიანი სტაილიუსით s pen-ით მიაწერო ან მიახატო რაც გინდა, ან ფოტო ედიტორი გამოიყენო და ისეთი სახე მისცე სურათს, როგორსაც ისურვებ. მე პირადად ამ ფუნქციით ძალიან გავერთე. Continue reading


2 Comments

სოფელში, სადაც ღმერთი ნამდვილად არ არის

გუშინ ფადავწყვიტე წასვლა. მთელი სულითა და გულით მინდოდა ათეიტების მონასტერში გამეტარებინა ერთი დღე (საერთოდ,ათეისტი არ ვარ, უბრალოდ ღმერთზე გავბრაზდი) მაგრამ ასეთი დაწესებულების არ არსებობის გამო, წავედი ნათესავებთან სოფლად. სოფელში, სადაც ღმერთი ნამდვილად არ არის. Continue reading