სამარხვო ბლოგი


2 Comments

და იქმნა ნათელი

• დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყენაჲ

• ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.

• და თქუა ღმერთმან: იქმენიან ნათელი და იქმნა ნათელი.

ღმერთმა შექმნა 6 დღეში ყველაფერი ის, რაც პირველმა ადამიანმა დაინახა თავის გარშემო. ტყეები, მდინარეები, მთები, ცხოველები, დღის და ღამის, წელიწადის სეზონების მონაცვლეობა და ა შ. თუმცა, ადამიანს ასეთი სამყარო მაინცდამაინც არ მოეწონა და კიდევ ბევრი რამის შექმნა გადაწვიტა, მაგრამ ამისათვის ჯერ სათანადოდ უნდა შეეცნო სამყარო. დაიწყო დაკვირვება ციურ სხეულებზე, რომლებიც ღამის ცას უნათებდნენ მას და აღმოაჩინა, რომ ისინი უბრალოდ კი არ ანათებენ, არამედ ერთგვარ სახელმძვანელოდაც კი შეიძლება გამომდგარიყო მათი განლაგება. ამიტომ, ჩემი აზრით პირველი მცენიერება რომელიც დედამიწაზე შეიქმნებოდა, აუცილებლად ასტრომიის, ასტროლოგიის და კოსმოლოგიის ნაზავი იქნებოდა, რომელიც შემდეგ უკვე ბერძნული კულტურის განვითარების ხანაში მეგა მეცნიერება – ფილოსოფიაში გაერთიანდებოდა.creation-of-the-universe

ამის შემდეგ მან სულიერ განსწავლულობაზეც დაიწყო ფიქრი, შექმნა ურიცხვი ღმერთები და რელიგიები, რასაკვირველია, გაჩნდნენ ქურუმებიც, რომლებსაც ყველაზე მეტად მოეწონათ ეს სიახლე. როგორც თითოელი რელიგია თუ მითოლოგია გვასწავლის ღმერთ(ებ)ი ცაში, ან სადმე მასთან ახლოს მაინც, მაგალითად ოლიმპოს მთაზე, ცხოვრობენ. ისინი ბევრად უკეთეს საკვებს მიირთმევენ ვიდრე მოკვდავნი, ამბროსს და ნექტარს. უფრო შემდგომი, იუდაიზმზე დაფუძნებული მონოთეისტური რელიგიები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ასეთ სიამ-ტკბილობებს ჩვენც დაგვიპრდნენ. ქრისტიანობა ზუსტად არ აკონკრეტებს რა სიურპრიზს გვიმზადებს.

virgins-86020025358

აი, ისლამი კი უფრო გულღიაა და გვიმხელს რომ ყველას ექნება სხვადასხვა ძვირფასი ქვებისგან მოჭედილი თვალუწდენელი სასახლეები, ფუფუნება, ყველა ოჯახი იცხოვრებს ერთად (იქნებ დაუქორწინებლესაც „გაეხსნათ ბედი“, ხოლო მათთვის, ვინც ყველაზე დამჯერი იქნება, გადაეცემა 72 ქალწული, სავსე მკერდით, ვნებისაღმძვრელი ვაგინით, თეთრი კანით, ზედმეტი თმების გარეშე  და რაც მთავარია, ისინი არასდროს დაბერდებიან (ალბათ არც PMS ექნებათ) და მუდამ ღვთის მოშიში მამაკაცების განკარგულების ქვეშ იქნებიან. Continue reading

Advertisements


7 Comments

თბილისის ათეშგა

რამდენიმე დღის წინ ათეშგას სანახავად ვიყავი. სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“, რაც ცეცხლის ადგილს ნიშნავს. საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი ნაგებობაა შემორჩენილი. ცეცხლის ტაძარი კლდისუნში, გომის ქუჩაზე მდებაროებს საცხოვრებელი სახლის ეზოში. უფრო ადვილად რომ მიაგნოთ გეტყვით, რომ უნდა აბრძანდეთ ზემო ბეთლემისკენ და გაუყვეთ გზას ნარიყალის მიმართულებით, ათეშგაც იქვე შეგხვდებათ.

ამ კონკრეტული ტაძრის აშენების ზუსტ თარიღს ვერავინ გეტყვით, თუმცა ის შესაძლოა აგებული იყოს ვახტანგ გორგასლის დროს მეხუთე საუკუნეში, როდესაც მაზდეანური გავლენა საკმაოდ ძლიერი იყო (ეს “შუშანიკის წამებიდანაც” კარგად ჩანს) და მეფის კარზე ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მოგვთა მეთაურიც მოღვაწეობდა.

მოგვიანებით ცეცხლის ტაძარი მეჩეთად გადაუკეთებიათ, აქ ასევე იყო საწყობი და ვინ იცის საუკუნეების მანძილზე რა ფუნქცია აღარ შეითავსა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თბილისის ოკრობოკრო ქუჩებში შემამულმა მომცრო ზომის ტაძარმა ჩვენამდე მოღწევა მაინც შეძლო, თუმცა ძლიერ დაზარალდა, ამჟამად მას აღარ ამშვენებს გუმბთი, თუმცა 2007-2009 წწ. ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა მისასვლელ კიბეს, შიგნიდან გაიწმინდა, გაითხარა და მცირე რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელ ნაწილს. მთელი შენობა, ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით გადაიხურა დროებითი სახურავითაც.

აქ კი გთავაზობთ ჩემ გადაღებულ ფოტოებს:

Continue reading


70 Comments

ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია

ყურადღება! პოსტში გამოთქმელი მოსაზრებები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს თქვენს რელიგიურ შეხედულებებს. ამიტომ, რელიგიურ ფანატიკოსებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს უმორჩილესად ვთხოვ თავი შეიკავონ მასალის გაცნობისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და მსგავსი რამეების შესახებ იგნორირებული იქნება.

ამასთანავე, პოსტი წარმოადგენს ჩემს პირად შეხედულებებს ცხოვრებასა  და ღმერთზე. არ მაქვს ამბიცია, რომ ეს იყოს რაიმე სახის საყოველთაო ჭეშმარირება და არც იმის  ამბიცია მაქვს, რომ ეს სამეცნიერო სტატიად  გამოვაცხადო და სხვა.

ვაგრძელებ ლათინურ გამოთქმებზე აგებული პოსტების ციკლს და ამჯერად გთავაზობთ შემდეგს,– homo homini deus est. ანუ, ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია. Continue reading