სამარხვო ბლოგი


9 Comments

ინგმარ ბერგმანის Laterna Magica და დიანა იანსეს ავღანური დღიურები

ამ ორი წიგნის პრეზენტაციაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მიგვიწვია რამდენიმე ბლოგერი. როდესაც გავიგე, რომ ბერგმანის მემუარები ქართულ ენაზე გამოვიდა, გული სიხარულით ამევსო, ამიტომ დავუშვი გამონაკლისი და პრეზენტაციაზე არა თუ არ დამიგვიანია, თითქმის ერთი საათით ადრეც კი გავეშურე. დიდი ახსნა არ სჭირდება ვინ არის ინგმარ ბერგმანი, ამიტომ მასზე უსარგებლო ინფორმაციის მოწოდებისაგან თავს შევიკავებ, ისედაც ვიცი, რომ ეს წიგნი სულ მალე საქართველოში ბესტსელერად იქცევა და ალბათ, დამატებითაც მოუწევთ გამოცემა. უკვე რამდენიმე მეგობარმა შემიპირა კიდეც, რომ ვათხოვებდი ბერგმანს.

დიანა იანსეს რაც შეეხება, ის ამჟამად შვედეთის სამეფოს ელჩია ჩვენს ქვეყანაში, მანამდე კი ავღანეთში მუშაობდა შვედეთის სამეფოს წარმომადგენლად. ეს წიგნიც სწორედ ამ ქვეყანაში გატარებულ დროს მოიცავს. შვედი დიპლომატის მოგონებები, ალბათ, ქართველი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება, თუნდაც იმ მიზეზეის გამო რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიას უამრავი ჩვენი თანამემამულეც ახორციელებს. Continue reading

Advertisements