სამარხვო ბლოგი


21 Comments

ავაფაროთ თუ არა თვალებზე ხელები ბავშვებს

გუშინ წავიკითხე ერთ-ერთ ბლოგზე (სახელს შეგნებულად არ ვასახელებ) ვიდეოთამაშებთან დაკავშირებით ფსიქოლოგის “კომპეტენტური” მოსაზრება, იმის შესახებ, რომ თურმე არასრულწლოვანმა ამ თამაშების ზეგავლენით შესაძლოა ძალადობა პრობლემის გადაჭრის ყველაზე მისაღებ ფორმად მიიჩნიოს. არა, მსგავსი აზრი პირველად არ მომისმენია, ნუუ, აქამდე ძირითადად სასულიერო პირებისგან და ჩემი საბჭოთა ტვინნაღრძობი სკოლის მსაწვალებლებისგანაც მქონდა გაგონილი. ჰო, კიდევ ბავშვობაში ჩემი ერთი-ორი ჭორიკანა მეზობლოსგანაც, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღების ყველაზე სანდო ადგილი “კუხნა” და ისევ საბჭოური წარმოების ტელევიზორი იყო, ეს იმ ბნელ ოთხმოცდაათიანებში. მაგრამ გუშინ, ასეთი შეხედულების კიდევ ერთხელ მოსმენამ მართლაც და შემაკრთო, თანაც მეტისმეტად ავტორიტეტული ტრიბუნდან გაგონილმა.

სანამ ქსელური ვიდეო თამაშები ჩვენამდე მოაღწევდა Continue reading

Advertisements


22 Comments

სექს პლაკატები

საბჭოთა კავშირის სექს-პლაკატები, რომელთა უმრავლესობამაც პოლიტბიუროს ცენზურა ვერ გაიარა.

Continue reading


4 Comments

FUCK, ანუ ზოგიერთი ლექსიკური თავისებურების შესახებ

აუცილებელია, რომ ყველაზე  უხერხული სიტყებიც კი იყოს განხილული და შესწავლილი. უილიამ შექსპირი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ translate.google.com-ზე სიტყვა fuck-ის ქართული ექვივალენტის მოძებნა ვცადე. (მაინც რა არის ეს ჭეშმარიტი სამეცნიერო ინტერესი). თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მივიღები? translate.google.com ყველა ენაზე გვთავაზობს ამ სიტყვის თარგმანს ქართულის გარდა. მიზეზი შეიძლება ნაირგვარი იყოს. მოკლედ, ყველამ ვიცით მაინც ამ სიტყვის მნიშვნელობა, ამიტომ გრძელი განმარტებით არ შეგაწუხებთ.

ყველა საზოგადოება აწესებს, ალბათ, გარკვეულ საგნებზე ცენზურას. Continue reading