სამარხვო ბლოგი


9 Comments

ინგმარ ბერგმანის Laterna Magica და დიანა იანსეს ავღანური დღიურები

ამ ორი წიგნის პრეზენტაციაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მიგვიწვია რამდენიმე ბლოგერი. როდესაც გავიგე, რომ ბერგმანის მემუარები ქართულ ენაზე გამოვიდა, გული სიხარულით ამევსო, ამიტომ დავუშვი გამონაკლისი და პრეზენტაციაზე არა თუ არ დამიგვიანია, თითქმის ერთი საათით ადრეც კი გავეშურე. დიდი ახსნა არ სჭირდება ვინ არის ინგმარ ბერგმანი, ამიტომ მასზე უსარგებლო ინფორმაციის მოწოდებისაგან თავს შევიკავებ, ისედაც ვიცი, რომ ეს წიგნი სულ მალე საქართველოში ბესტსელერად იქცევა და ალბათ, დამატებითაც მოუწევთ გამოცემა. უკვე რამდენიმე მეგობარმა შემიპირა კიდეც, რომ ვათხოვებდი ბერგმანს.

დიანა იანსეს რაც შეეხება, ის ამჟამად შვედეთის სამეფოს ელჩია ჩვენს ქვეყანაში, მანამდე კი ავღანეთში მუშაობდა შვედეთის სამეფოს წარმომადგენლად. ეს წიგნიც სწორედ ამ ქვეყანაში გატარებულ დროს მოიცავს. შვედი დიპლომატის მოგონებები, ალბათ, ქართველი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება, თუნდაც იმ მიზეზეის გამო რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიას უამრავი ჩვენი თანამემამულეც ახორციელებს. Continue reading

Advertisements


21 Comments

ავაფაროთ თუ არა თვალებზე ხელები ბავშვებს

გუშინ წავიკითხე ერთ-ერთ ბლოგზე (სახელს შეგნებულად არ ვასახელებ) ვიდეოთამაშებთან დაკავშირებით ფსიქოლოგის “კომპეტენტური” მოსაზრება, იმის შესახებ, რომ თურმე არასრულწლოვანმა ამ თამაშების ზეგავლენით შესაძლოა ძალადობა პრობლემის გადაჭრის ყველაზე მისაღებ ფორმად მიიჩნიოს. არა, მსგავსი აზრი პირველად არ მომისმენია, ნუუ, აქამდე ძირითადად სასულიერო პირებისგან და ჩემი საბჭოთა ტვინნაღრძობი სკოლის მსაწვალებლებისგანაც მქონდა გაგონილი. ჰო, კიდევ ბავშვობაში ჩემი ერთი-ორი ჭორიკანა მეზობლოსგანაც, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღების ყველაზე სანდო ადგილი “კუხნა” და ისევ საბჭოური წარმოების ტელევიზორი იყო, ეს იმ ბნელ ოთხმოცდაათიანებში. მაგრამ გუშინ, ასეთი შეხედულების კიდევ ერთხელ მოსმენამ მართლაც და შემაკრთო, თანაც მეტისმეტად ავტორიტეტული ტრიბუნდან გაგონილმა.

სანამ ქსელური ვიდეო თამაშები ჩვენამდე მოაღწევდა Continue reading


2 Comments

ძირს მეფე

ახლახანს დავამთავრე ირაკლი მეფე-ჩარკვიანის “მშვიდი ცურვა”. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ წინა პოსტიდან აქამდე საკმაო დრო გავიდა, მართებული იქნება რაღაც მაინც ვთქვა. შინ თუ გარეთ ვნახე ბევრი კარგი ფილმი, რომლებზეც სიამოვნებით მოგიყვებოდით რომ არ მეზარებოდეს. მაგალითად O lucky man, რომელიც ერთ კონფორმისტ ბიჭზეა და რომლის შესახებაც დისკუსიაზე ბევრი არ ულაპარაკიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ოცდამეერთე თუ მეოცე საუკუნის ყოველ მეორე გენიოსს რაღაც მაინც ექნება მის შესახებ ნათქვამი. ამიტომ მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რამდენიმე სცენამ ეტორე სკოლას “აუტანლები, ბინძურები და ბოროტები” /Brutti sporchi e cattivi/ გამახსენა.

ახლა კი “მშვიდ ცურვას” რაც შეეხება, როგორც ხედავთ პოსტი ირაკლი მეფე-ჩარკვიანის ბოლო ალბომის სახელით დავასათაურე და არა იმით რაც წიგნს ქვია. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, Youtube-ზე განთავსებული ეს ვიდეო ჩართოთ და ისე განაგრძოთ კითხვა.

Continue reading


2 Comments

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, არტ აქცია ლიტერატურის მუზეუმში და კინოჩვენება სამედიცინო უნივერსიტეტში

დავსჯექ საწერად და მოგიყვებით ამბავს იმისა თუ… მოკლედ, ბოლო სამის დღის ამბებს ჩემს თავსა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-ლიტერატურლ პროცესებზე. გუშინწინ გაიხსნა თბილისის წიგნის მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალი. ნუუ, კარგი იყო. წიგნის გამომცებლობებისა და მაღაზიების გარდა სტენდები (დახლები) ჰქონდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ილია უნის ( ამ ორს ერთმანეთისაგან მოშორებით 🙂 ), ჟურნალ ტაბულას, ლიბერალს, გოეთეს ინსტიტუს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და გამომცემლობა „ნაკადულს” 🙂 (იმედი მაქვს ვინმე არ მიჩივლებს ამ გამომცემლობის დისკრედიტაციისთვის).
Continue reading


8 Comments

სწავლა, სწავლა და ადმინისტარციული ერთეულები

გუშინ მეტროთი მგზავრობისას ვაგონში ორი ქალი შევნიშნე, რომელიც წიგნს კითხულობდა. არა, აქამდეც მინახავს თბილისის მეტროპოლიტენში წიგნით ხელში ადამიანები, მაგრამ ორი ერთად აქამდე არასდროს. ამასთანავე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არცერთს არ ჰქონდა სლავური გარეგნობა. (გუშინდელ დღემდე ვინც კი მყავდა მეტროში მკითხველი ნანახი ყველა სლავური გარეგნობისა იყო). ყოველთვის მაინტერესებდა რატომ არ ვკითხულობთ ქართველები ტრანსპორტში? ამის მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს. 1. ჩვენთან მგზავრობის ხანგრძლოვობა იმდენად ხანმოკლეა (თბილისი ჩვენ გვეჩვენება დიდი, თორემ…), რომ რიგიანად ერთი ქვეთავის წაკითხვასაც ვერ მოასწრებ. 2.ჩვენთან მიწისზედა საქალაქო ტრანსპორტი ისე კალიასავით დახტის და გვაჯანჯღარებს, რომ კითხვა შეუძლებელია. 3. ჩვენ არც შინ ვკითხულობთ და რა გასაკვირია ტრანსპორტში რომ არავის ეჭიროს წიგნი ხელში?

Continue reading