სამარხვო ბლოგი


10 Comments

ის რაც ბავშვობას გვახსენებს

ჩემმა ბავშვობამ, ისევე როგორც ჩემი თაობის წარმომადგენლების უმრავლესობისა, ამ ტელეჟურნალთან ერთად გავიდა. ეს ტელეჟურნალი, რა თქმა უნდა, ამერიკულ Tom & Jerry-სთან ერთად აყალიბებდა ჩვენს იუმორის გრძნობას. მაშ ასე, თქვენ წინაშეა მისი უდიდებულესობა –  Ералаш! თქვენი არ ვიცი და აი ჩემთვის კი ტელეარხ ОРТ-ს გათიშვა ნამდვილი ტრაგედია იყო, აბა სად მქონდა მაშინ youtube, რომ დავმჯდარიყავი და მიყოლებით მენახა სხვადსხვა სერიები.

ერალაში დღემდე ჩემი მთავარი სატელევიზიო სისუსტეა, რომელმაც ნეტშიც მომაგნო და ღამ-ღამობით შემიტყუებს ხოლმე ბავშვური სილაღით აღსავსე სამყაროში.  სხვათაშორის, ამ ტელეჟურნალში მონაწილეობის მიღება ჩემი მთავარი ბავშვობის ოცნებაც იყო. ამ ჟინს ნაწილობრიც მიკლავდა მეზობლების გარაჟების უკან მოწყობილ სპექტაკლებში მონაწილეობა, თუმცა ეს იმ ფერად სამყაროს რომელიც ჩემი შავ-თეთრი ტელევიზორიდანაც კარგად ჩანდა, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება.

ერალაში ნამდვილი ოაზისი იყო იმ ყველაფრის ფონზე, რასაც იმ დროს ცისფერ თუ ნაცრისფერ ეკრანებზე უჩვენებდნენ. ვისაც არ გახსოვთ რას უჩვენებდნენ არ შეგახსენებთ, ხოლო ვისაც უბრალოდ არ გინახავთ ჯობია არც იცოდეთ. სხვათაშორის, მოგვიანებით ამ ტელეჟურნალის ქართული ანალოგიც შექმნეს, მაგრამ იმდენად უნიჭო პლაგიატი იყო, რომ ნამდვილად არ ღირდა ნახვად. Continue reading

Advertisements


8 Comments

ვინ არის კაშპიროვსკი

ანატოლი კაშპიროვსკი 1939 წლის 11 აგვისტოს დაიბადა პროსკუროვში (უკრაინა). იგი ცნობილია როგორც ფსოქოთერაპევტი და საერთოდაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ეს ტერმინი, სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ დამკვიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის აღარსად ჩანს, მაინც არ წყდება დავა იმის შესახებ ვინ არის კაშპიროვსკი, -მაგი, КГБ-ს მიერ შექმნილი კაცი, რომელსაც თავისი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად იყენებდა, გენიალური ადამიანი რომელსაც შეუძლია ტელეეკრანიდან განკურნოს სნეულები, თუ თაღლითი.

1988 წლის 31 მარტს მთელი საბჭოთა მოსახლეობა გაფაციცებით უყრებდა გადაცემას  «Взгляд», სადაც შუქდებოდა ტელეხიდი მოსკოვი-კიევი. პირდაპირ ეთერში უჩვენებდნენ მკერდის სიმსივნის ოპერაციას. ამ ყველაფერში საოცარი კი ის იყო, რომ ოპერაცია მიმდინარეობდა ანესთეზიისა და საერთოდ ყოველგვარი ტკივილგამაყუჩებლის გარეშე. კაშპიროვსკიმ პაციენტს “უბრძანა” არ ეგრძნო ტკივილი და მართლაც ეს ასე მოხდა. ამანასთანავე,  კაშპიროვსკი იმყოფებიოდა მოსკოვის სტუდიაში, პაციენტი კი კიევში. მეორე დღეს მოხდა სამი მოვლენა, პაცინტმა ლუბოვ გრაბოსკაიამ გაიღვიიძა სრულებით ჯანმრთელმა, საბჭოთა კავშირში გაჩნდა ახალი ტერმინი – ფსიქოთერაპევტი და მესამე, ანატოლი კაშპიროვსკიმ საქვეყნოდ გაითქვა სახელი.

მის მასობრივ სეანსებს 89 წელს ას მილიონზე დიდი აუდიტორია ჰყავდა  (!) ამ სეანსებზე რა ხდებოდა, Continue reading


46 Comments

მშიერი 90-იანები და ტკბილი ლოვე

ყველაფერი დაიწყო ასე…

პომ გამომიგზავმა სიმღერა, რომელიც ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო. ბავშვობაში, მშიერ, ბინძურ, ავტომატებიან თბილისში. ქალქში ბევრი ბეტეერით, შუა ქუჩაში დანთებულ კოცონზე მომზადებული სადილებით, სიგუა-კიტოვანით და სხვა მრავალი ასეთი „სოცრებით“. Continue reading