სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

ერთი ერთზე დემონთან

ვინ არის ნამდვილი რეჟისორი. ვინ ქმნის კინემატოგრაფს, რომელსაც მაყურებლის დატყვევება, მოჯადოვება შეუძლია და ახერხებს მისი ფსიქიკა მთლიანად მართოს. კი, ეს კი კიმ კი დუკია, რომელიც ახერხებს დაგამუნჯოთ, ისე დაგთრგუნოთ, რომ რამდენიმე დღე შთაბეჭდილებიდან ვერ გამოდიოდეთ, თითქოს ტანში ჩაგისახლდა უცხო არსება, რომელიც აკონტროლებს შენს ფიქრებს, განცდებს და გაიძულებს მხოლოდ იმაზე იფიქრო, რაც კინოდარბაზში ნახე. რაღაც ჯადოსნური მარცვალი ჩათესა მუშაობისას, რომელიც ყამირ მიწაზე დავარდა, გაიდგა ფესვები კინოკადრებში და სუროსავით შემოეხვია ჯერ ფილმს, შემდეგ კი გადმოდის მაყურებელზე და საცეცებით წვდება გრძნობის ორგანოებს, სუნთქვას გიკრავს, კადრები ცვლიან ერთმანეთს, ყელში გეხვევა მწვანე საცეცები, კინოეკრანის შუქებით განათებულ სახეზე დაძაბული ღიმილი კუნთების სპაზმივით გეკვრება და სასოწარკვეთილი ხრიალი ამოგდის საყლაპავი მილიდან. თუ ამ ყველაფერს გრძნობ, ესე იგი კიმ კი დუკის ახალ ფილმს „ერთი ერთზე” [One on one] უყურებ. Continue reading

Advertisements


%(count)s კომენტარი

ღმერთო, ადამიანებს დაუბრუნე ადამიანობა

 

farhangnews_113782-320716-1423482608BIAFF-ზე ბევრი კარგი ფილმი მაქვს ნანახი, ზოგჯერ იმაზეც ვფიქრობ რა სართულო საქმე აქვს ხოლმე ჟიურის, მე როდესაც მაზარ შარიფს [Mazar e sharif] ვუყურებდი, დარწმუნებული ვიყავი რომ მხატვრული ფილმების სექციაში გაიმარჯვებდა. ირანს საკმაოდ ძლიერი კინემატოგრაფი აქვს, თუმცა არის გამორჩეული ნიმუშები და ეს
ფილმი სწორედ ასეთი განსაკუთრებული ნამუშევარია, რომელიც ახალბედა ირანელ რეჟისორ აბდულჰასან ბარზიდეს ეკუთვნის.

ფილმი აღწერს 1988 წელს თალიბანის თავდასხმას ირანულ დიპლომატიურ კოსრპუსზე, რომლის დროსაც საელჩოს მხოლოდ ერთი თანამშრომელი გადარჩება. ეს არის ომი ერთი ადამიანის თვალით. ომი, რომელსაც არ ყავს მართალი ადამიანები და დამნაშავეები. ომს მხოლოდ დაზარალებულები ყავს. უყურებ ამ ფილმს და mazarsharif11გრძნობ როგორ გძულს მილიტარისტები, პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხს ერთმანეთს ახოცინებენ, გეცოდებიან ისინი ვინც პოლიტიკოსების პროვოკაციას წამოეგება და კლავს უდანაშაულო ადამიანებს. ეს ფილმი ყოველგვარ სტერეოტიპს ანგრევს, მათ შორის თავად ავღანელების შესახებ, იმ ავღანელებისა,
რომლებიც მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეიძულა. ომი აბრმავებს ადამიანებს, ომი სტატისტიკად აქცევს ქალების, მამაკაცების და ბავშვების სოცოცხლეს. თუმცა, ტრიუმფის გრძნობა გიპყრობს, როდესაც უყურებ სცენას, სადაც ბურკაჩამოფარებული ქალი დასისხლიანებული ხელებით მიათრევს ურემზე დაწოლილ დაჭრილ ირანელ მამაკაცს. Continue reading


%(count)s კომენტარი

კრედიტის ლიმიტი

maxresdefaultხშირად უმნიშველოვანესი რაღაცები შეუმჩნევლად ხდება ცხოვრებაში. საბანკო ვალების ზღვრულ ნორმასაც შეუმჩნევლად აღწევ და სრული ბანკროტი ხდები. ჯერ ცოტა გჭირდება, შემდეგ მეტი, რათა წინა ვალის პროცენტი დაფარო და ცოტა ფულიც დაგრჩეს. შემდეგ უფრო მეტი, რათა წინა ორი ვალის პროცენტი დაფარო და ისევ დაგრჩეს ცოტა ფული და ასე უსასრულოდ. თუმცა, უსასრულო არაფერია. მსგავსი სიტუაციები მხოლოდ ფულს არ უკავშირდება. ასეა წამალდამოკიდებული ადამიანების შემთხვევაშიც. თავიდან ცოტა, შემდეგ აღკვეთის მდგომარეობის (ლომკის) მოსახსნელად და ცოტა კაიფის განსაცდელად, შემდეგ მეტი და მეტი. ასეა აზარტული თამაშების შემთხვევაშიც. მოკლედ, ცხოვრები ანალოგიებითაა სავსე, თუმცა დასასრული ყოველთვის ერთნაირია. შედეგის წინასწარ გათვლა რასაკვირველია შესაძლებელია, თუმცა, როცა საქმე ფულს ეხება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დროს, თვითგადარჩენის ინსტიქტი ირთვება და ცდილობ ცოტა კიდევ გაიხანგრძლივო სიცოცხლე. თუნდაც შეიქმნა სიცოცხლის და კმაყოფილების ილუზია. ასე იქცევა „კრედიტის ლიმიტის” მთავარი გმირიც ნინო. Continue reading


დატოვე კომენტარი

ოდესღაც დედაჩემი

r1300718_17793800როდესაც, BIAFF-ის პროგრამაში წავიკითხე „ოდესღაც დედაჩემი”, [Once my mother]  დიდი მოლოდინი არ მქონია არ ფილმის მიმართ. ვერ ვიტყვით, ფილმის სახელი განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩევაო, პირველი რაც გახსენდება პედრო ალმოდოვარის „ყველაფერი დედაჩემი შესახებ” არის. შემდეგ კრიმინალური საკულტო ფილმი, რომელსაც დღემდე ეტრფის 90-იანების რომანტიზმით დატყვევებული ქართველი მაყურებელი „ერთხელ ამერიკაში”. მოკლედ, ფილმზე წინასწარი წარმოდგენები ალმოდოვარიდან სერჯიო ლეონემდე მერყეობს და ფიქრობ, რომ ერთის ან მეორის გავლენით იქნება გადაღებული. მე ამ ფილმს სახელს ნამდვილად შევუცვლიდი, თუნდაც ამ უკანასკნელზე ასოციაციების თავიდან ასაცილებლად. Continue reading


6 Comments

თურქული კინემატოგრაფის მოკრძალებული ხიბლი

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე თურქი რეჟისორი ნური ბილგე ჯეილანის ორი ბრწყინვალე ფილმი იყო წარმოდგენილი ოსტატთა კოლექციის სექციაში. ეს ფილმები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ერთგვარ კონტრასტს ქმნის.

ევროპულ კინემატოგრაფზე შეყვარებული ადამაინებისთვის, ვფიქრობ, ძალზედ საინტერესო იქნება თურქული კინოს გაცნობაც. იტალიური და ფრანგული კინოს კაშკაშა ფერადოვნება თვალს ჭრის და საოცრად პოეტურ სივცეში ატყვევებს მაყურებელს. ნური ბილგე ჯეილანის ფილმები ამ მხრივ უფრო “პუბლიცისტურია”, ასახავს შიშველ რეალობას ყოვეგვარი შელამაზების გარეშე. კულინარიის ენაზე რომ ვთქვათ, საკმაზის გარეშე წარმოგვიდგენს სასიცოცხლო სივრცესა და ამ სივცეში მცხოვრებ ადამაინებს. ის არ გამოირჩევა არც დინამიურობით. “ერთხელ ანატოლიაში” /Once upon a time in anatolia/  არის ფილმი, რომელსაც შეუძლია შეუსვნებლად  გამოგზაუროს Continue reading


%(count)s კომენტარი

რევოლუციის შემდეგ

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და ყოველ წელს მინდოდა წასვლა, თუმცა აქამდე ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე. ბათუმში ფესტივალზე ჩამოდიოდნენ ჩემი საყვარელი კინორეჟისორები რომელთა ცოცხლად ხილვაც დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩემთვის, მაგალითად ოთარ იოსელიანის ან და კშიშტოფ ზანუსის. ზანუსისადმი ჩემი დამოკიდებულება ზოგჯერ, ერთგვარად, კომიკურ ხასიათსაც კი იღებს ხოლმე. ორი წლის წინ მის ფილმს ერთ-ერთი მაშინ არსებული ქართული ვარეზიდან ვიწერდი ერთი კვირის განმავლობაში, დღეები გადიოდა და მოლოდინი სულ უფრო მიმძაფრდებოდა და დადგა ის სანეტარო დღეც, როდესაც გადმოწერა დასსრულდა. ჩავრთე ფილმი და ჰოი, საოცრებავ! ფილმი აღმოჩნდა ორიგინალის – პოლონურ ენაზე ყოველგვრი დუბლირებისა და სუბ ტიტრების გარეშეც კი. რა თქმა უნდა, მაინც ბოლომდე ვუყურო, თუმცა ვერ ვიტყვი ბევრი რამე გავიგე-მეთქი.

წლევანდელი კინოფესტივალიც პოლონური ფილმით გაიხსნა – “ვარშავის ბრძოლა 1920” /Battle of Warsawa 1920/. ეს არ არის საავტორო კინო და შესაბამისად არც საფესტივალო ფილმი ყოფილა, თუმცა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მისი ხილვა. ფილმი 3D ხარისხისაა და როგორც გავიგე ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კინოპროექტი ყოფილა პოლონური კინემატოგრაფის ისტორიაში. “ვარშავის ბრძოლა 1920″ ასახავს პოლონელი ხალხის ბრძოლას ბოლშევიკების წინაღმდეგ და მისი გადაღებები 9 მილიონი დოლარი დაჯდა. იქიდან გამომდინარე, რომ ფილმი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბუნებრივად ჩნდება ასოციააციები ქართულ პროექტთან ” აგვისტოს 5 დღე”, რომელიც 25 მილიონი (!) დაჯდა და ქართული პროპაგანდის სრულ კრახად შეგვიძლია მივიჩნიოთ, პოლონური ფილმის ფონზე კი კიდევ უფრო საწყლად გამოიყურება, მითუმეტეს თუ ამ ფილმების ბიუჯეტსაც გავითვალისწინებთ. Continue reading