სამარხვო ბლოგი


22 Comments

სექს პლაკატები

საბჭოთა კავშირის სექს-პლაკატები, რომელთა უმრავლესობამაც პოლიტბიუროს ცენზურა ვერ გაიარა.

Continue reading

Advertisements


37 Comments

როგორ არ უნდა ვეძებოთ სექს-პარტნიორი facebook-ზე

დიახ, სწორედ ასე. ამ პოსტში მე არ ვაპირებ რჩევების მიცემას, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ სექს-პარტნიორები. სამაგიეროდ გეტყვით, თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა, სიმპატიური, მაგრამ მაინც მამაკაცი – მე არ უნდა მომწეროთ და სექსი არ უნდა შემომთავაზოთ. საქმე ის არის, რომ ყოველდღე დაახლოვებით ერთსა და იმავე კითხვებზე მიწევს პასუხის გაცემა. ვინმე ბიჭი მიგზავნის facebook-ზე მეგობრობის თხოვნას. იქიდან გამომდინარე, რომ მე ყველას ვიმატებ, ვისთვისაც უარის თქმის განსაკუთრბული საბაბი არ მაქვს, ამ ბიჭებსაც ვიმატებ ხოლმე. შემდეგ ჩატში მიმდინარეობს დაახლოვებით ასეთი საუბარი:

-ნიკა, როგორ ხარ?

-კარგად. შენ როგორ ხარ? ვიცნობთ ერთმანეთს?

-არა, მაგრამ თუ წინააღმდეგი არ ხარ გავიცნოთ 🙂

-ok.

-ნიკა, შენ გეი ხარ?

-არა.

-არ წოლილხარ არასდროს კაცთან?

-არა, მარტო გოგოები მომწონს.

-ჰო… გეები გყავდა ფრენდებში და… კაი, ბოდიში თუ რამე გაწყენინე.

მოკლედ, მინდა, საჯარო განცხადება გავაკეთო. თუ თქვენ დღეს დამიმატეთ facebook-ზე და აპირებთ ჩემთან მსგავსი დიალოგის გამართვას, წინასწარ გიპასუხებთ, რომ,- დიახ, ალბათ, მყავს დამატებული ლგბტ ადამიანები. იმასაც დავამატებ, რომ არავის წაშლას არ ვაპირებ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო და მეტიც, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ – კაცთან, ვინ ქალთან, ვინ ძაღლთან და ვინ ზებრასთან წევს. უბრალოდ, სავსებით ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ გოგოები მომწონს და რამდენჯერაც უნდა მკითხოთ, ყოველთვის მხოლოდ გოგოები მომეწონება.


29 Comments

ლეგალური სექსი საქართველოში

დღეს ჩემი ერთი მეზობელი რამდენიმე  საათის განმავლობში მიხსნიდა დაქორწინების აუცილებლობას. არა და, სულაც არ მაქვს ის ასაკი, როცა ამის აუცილებლობაზე შეიძლება მელაპარაკოს ვინმე … რას მერჩის ვერ გავიგე.

ნუუ, ჩვენს ქვეყანაში ჩემზე ბევრად უფრო ადრეულ ასაკში დაქორწინება ნორმაა.  ქორწინდებიან 16-17 წლისანი და ამის შემდეგ მინუმუმ 2 კვირაში შორდებიან, მაქსიმუმ 2 წელიწადში.

დიდ ქორწინებათმცოდნედ ვერ ვივარგებ, მაგრამ შევეცდები გამოვყო ასეთი ტიპის ქორწინებათა გამომწვევი მიზეზები (ხოხთ, ეს რა აკადემიური ენით დავიწყე მსჯელობა. ჩემს, საბჭოთა დროს, გამოცემულ სახელმძღვანელოებში როგორც ეწერა ისე). პირველი მიზეზი რა თქმა უნდა სექსია.  ნუუ, სექსი ისედაც შეიძლება, მაგრამ დაქორწინება მას „ლეგალურად“ აქცევს.  ანუ, მშობლების,  და-ძმის, მეზობლების, ამხანაგების, ჯგუფელების, ახლო თუ შორეული ნათესავების, მშობლების თანამშრომელიბის, მშობლების თანამშრომლების ოჯახის წევრებისა და მშობლების თანამშრომლების ოჯახის წევრების თანამშრომლებისაგან აღარ არის საჭირო იმის დამალვა რომ სექსი გაქვს ( ეს რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ორივე სქესმა უნდა გაითვალისწინოს. გოგომ, იმიტომ რომ მასზე არ თქვან  „ბოზიაო”, ბიჭმა კი იმიტომ, რომ მის მეგობარ გოგოზე (შეყვარებულზე)  მთელმა დანარჩენმა ქვეყანამ არ თქვას ბოზიაო).

Continue reading